23/09/2024
08:37
მსოფლიო
კორნუოლში [ინგლისის საგრაფო], 5 წლის რობინ კალისკანი Atlantic Reach-ის დასასვენებელი პარკის საცურაო აუზში დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მშობლებისგან მოშორებით, აუზში ბანაობდა. მოგვიანებით, ის წყალში შენიშნეს. ოჯახის წევრებისა და მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბავშვი დაიღუპა.
როგორც რობინის მამამ, ქემალ კალისკანმა პოლიციას განუცხადა, მას ეგონა, რომ ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა უფრო დიდ აუზში, ხოლო თავად - საბავშვო აუზში, მეორე შვილთან ერთად ცურავდა.
„საბავშვო და დიდი, მთავარი აუზი მინით არის გაყოფილი. დიდი აუზი ზედმეტად იყო ხალხით გადაჭედილი და მეგონა, რომ მინის მიღმა, ბავშვი ჩემს მეუღლესთან ერთად იყო,“ - თქვა ქემალ კალისკანმა.
გარდაცვლილის ოჯახი კურორტზე სამდღიან ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
გამოძიების თანახმად, რობინი "მცირე ხნით" "მშობლების მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩნდა. ინციდენტის დროს საცურაო აუზზე არცერთი მაშველი არ იმყოფებოდა და დასასვენებელ პარკს არც სათანადო კანონიერი ვალდებულება ჰქონია.
„დასასვენებელი პარკი მხოლოდ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს და კვლავ არსებობს უბედური შემთხვევის რისკი", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
0
0