07/11/2024
23:22
პოლიტიკა
ყველაფერი იქნება კარგად, ეს მატჩი მოვიგეთ ჩვენ დაახლოებით 5:1, მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 43 პროცენტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო.
„5:1 მოვიგეთ არჩევნები, მსაჯი იყო ადგილზე, ეუთო/ოდირი აკვირდებოდა არჩევნებს და იცით, როგორია შეფასება. მახსოვს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ასეთი რაღაც იყო ხოლმე, რომ წააგებდი მატჩს, იმედი გქონდა, იქნებ მოწინააღმდეგე გუნდს ვინმემ მისცეს დისკვალიფიკაცია. ამის იმედი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ბავშვური რამეა. ამის იმედი დღეს ვერ ექნება ოპოზიციას. თქვენ ხედავთ, რომ ქუჩაში ვერავინ გამოჰყავთ ზუსტად იმიტომ, რომ 890 ათასი ხმით ნაკლები აიღო მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ ჩვენთან შედარებით. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოში ყოველი მეორე არის „ნაცი“, ეს არის ტყუილი. საქართველო არის განვითარებული კულტურის მქონე ტრადიციული ქვეყანა. საქართველოში ვერ იქნება ყოველი მეორე „ნაცი“, რასაც უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0