10/10/2024
10:44
მსოფლიო
აშშ-ის ქალაქ ბარლინგტონში, პოლიციამ კანადელი ქალი დააკავა, რომელსაც სხვადასხვა დროს სამი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.
1 ოქტომბერს, ტორონტოს პოლიციამ შეტყობინება მიიღო, რომ 60 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც სხეულზე თვალსაჩინო დაზიანებები აღენიშნებოდა. ასევე 2 ოქტომბერს, პოლიციამ მეორე მსხვერპლი - 47 წლის ლენს კანინგჰემი, მძიმე დაზიანებებით, იპოვა, რომელიც, ექიმების მცდელობის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
„მომდევნო დღეს, ჰამილტონში, ავტოფარეხში უგონოდ მყოფი მამაკაცი ვიპოვეთ, რომელსაც დანით მიყენებული მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური მივიდა და 77 წლის მარიო ბილიჩი, [პენსიაზე გასული მასწავლებელი] საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მოგვიანებით გარდაიცვალა", - განაცხადა პოლიციამ.
გამოძიების დასკვნით, სამივე მკვლელობა საბრინა კაულდჰარს უკავშირდება, რომელიც პოლიციის ოფიცრებმა სასტუმროში დააკავეს. მოგვიანებით, დადგინდა, რომ დაღუპულთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ცნობილი იყო კაულდჰარისთვის.
პოლიციის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია მკვლელობების რაიმე მოტივი. დეტექტივები ასევე სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებული ქალის იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომელიც მაღაზიაში ტანსაცმელს ყიდულობდა. აღნიშნული ტანსაცმელი კაულდჰარს დაკავების დროს ეცვა.
0
0