29/12/2021
11:02
ჰოროსკოპი
ვერძი
დროა, შედეგები შეაჯამოთ! დაფიქრდით, რისი შექმნა მოახერხეთ ბოლო წლებში და რა გამოგრჩათ? დღეს თქვენ საკუთარი საქმიანობის შედეგების წინაშე დგახართ, მაშ აიღეთ პასუხისმგებლობა! ახალ წელს თქვენ საკუთარი შედეგების გაუმჯობესება შეგიძლიათ, თუმცა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ნუ იზრუნებთ. თქვენი იმედი უამრავ ადამიანს აქვს.
კურო
ეცადეთ რამდენიმე საათი გამონახოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ეცადეთ ინიციატივა თავად აიღოთ და საკუთარი გეგმის მიხედვით იმოქმედოთ. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ თავზე მოგახვიონ ის, რაც არ მოგწონთ.
ტყუპები
ამ დღეს, შეიძლება უფროსმა შეგახსენოთ, რომ დედამიწის ღერძი თქვენზე არ გადის და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპეციალისტი არ ხართ. ეცადეთ ეს სხვა უსიამოვნო სიახლეები მშვიდად მიიღოთ. ეს დღე უფრო ხელსაყრელია სამოქმედო გეგმების შედგენის და არა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მოქმედებისგან განსხვავებით, თქვენს ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. შესანიშნავ შემოქმედებით და მხატვრულ ფორმაში ხართ, რაც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ეცადეთ ჩვეულებრივზე ხშირად ისაუბროთ საკუთარ გრძნობებზე. გულწრფელი საუბარი მოინათესავე სულის პოვნაში დაგეხმარებათ და ალბათ, სხვა ადამიანის ცხოვრების მიმართ ინტერესს გაგიჩენთ. დღის პირველ ნახევარში შეიძლება საშინელი განწყობა დაგეუფლოთ. ამ დღეს სიხარულიც და ბრაზიც სახეზე გაწერიათ, მაგრამ ეს არავის აღელვებს. მაშ, თავად იზრუნეთ საკუთარ კეთილდღეობაზე!
ლომი
ამ დღეს ურთიერთობებში ბევრი სიახლე გელით, ეცადეთ გამოხვიდეთ ჩიხიდან სადაც საკუთარი დაუფიქრებელი მოქმედების შედეგად მოხვდით. უბრალო უთანხმოება შეიძლება დიდ კამათში გადაიზარდოს, თუმცა, მაინც არსებობს შანსი, რომ ეს დღე ერთად და სასიამოვნოდ გაატაროთ. დიახ, ურთიერთობები შეიძლება ზოგჯერ ძალიან რთული იყოს. ახლა თქვენ ერთად ცხოვრების ნაკლებად სასიამოვნო ასპექტებს განიცდით. შეიძლება ფიქრობთ, რომ საკმარისად ვერ გიგებენ და გაფასებენ, მაგრამ ეს იმედგაცრუების მიზეზი არაა. დამშვიდდით და გააგრძელეთ ადამიანებთან ურთიერთობა!
ქალწულისთვის
დილის საათებში, თქვენი შინაგან ბუნებას მეტი გულწრფელობა ახასიათებს, ვიდრე ცივი ობიექტურობა - კარგი შესაძლებლობაა სასიამოვნო საუბრებისთვის! მით უმეტეს, რომ თქვენი თანამოსაუბრეები ხალისით სავსე და ძალიან გულწრფელი ადამიანები არიან.
სასწორი
ფრთხილად იყავით, რომ ფიზიკურად და ემოციურადარ გადაიღალოთ. ამ დღეს სერიოზული საქმის კეთება ან ძალიან ბევრი სერიოზული ადამიანის გარემოცვაში ყოფნა დისკომფორტს განიჭებთ. გახსოვდეთ, რომ თუ თქვენს ძალებს მოხერხებულად გამოიყენებთ, შეიძლება ძალიან ბევრს მიაღწიოთ.
მორიელი
დატკბით საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნით! ცოტაოდენი ინტიმური ურთიერთობა თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ამ დღეს ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ სითბოს გრძნობთ, რაც თქვენს მოქმედებებშიც აისახება. ახლობელი ადამიანები ინფორმაციას სკეპტიკურად იღებენ, მაგრამ ნუ აღელდებით. მოვა დრო და თქვენს ნებისმიერ სიტყვას ენდობიან. დამშვიდდით და აკეთეთ ის , რაც თქვენს გულს და გრძნობებს ახარებს!
მშვილდოსანი
დილით თავს მოუსვენრად გრძნობთ, მაგრამ დღის განმავლობაში სიმშვიდე დაგეუფლებათ. სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. დღის მეორე ნახევარში მაგარი ყავა გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ. ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა. შესაძლოა, ქუჩაში შემთხვევით გაცნობილი ადამიანის მიმართ უჩვეულო ინტერესი იგრძნოთ.
თხის რქა
ამ დღეს ცხოვრებას ჩვეულზე მუქ ფერებში ხედავთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კრიზისული სიტუაციები ზრდის და განვითარების შესაძლებლობებს იძლევა. გამაგრდით და საკუთარ პრობლემებს თვალებში ჩახედეთ! ეს გამოსავალის პოვნაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ყიდულობთ და იხდით იმაზე მეტს, ვიდრე ელოდით. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, იგრძნოთ, რომ სხვა ადამიანები ძალიან დიდ ადგილს იკავებენ თქვენს ცხოვრებაში.
მერწყული
ნუ აჩქარდებით! როცა ნელა და გააზრებულად მოქმედებთ, შესანიშნავ შედეგებს აღწევთ. ამასთან მშვიდი მოქმედება საშუალებას გაძლევთ ენერგია შეინარჩუნოთ და როცა სხვები უკვე დაქანცულები არიან, თქვენ კვლავ ფორმაში ხართ. გირჩევთ გამოხატოთ თქვენი ემოციები და დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში გულში არ შეინახოთ. ამ დღეს გაცილებით ადვილია კარგი გადაწყვეტილებების განხორციელება.
თევზები
პლანეტების განლაგების წყალობით შუადღამდე შესანიშნავ ფორმაში იქნებით. ეცადეთ დამღლელი სამუშაოს შემდეგ , სასიამოვნო საქმეებისთვის დრო და ენერგია გამონახოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ქაოსურ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რადგან შეცდომით ფიქრობთ, რომ ვალდებული ხართ სხვებს აჰყვეთ და მათი რიტმის შესაბამისად იმოქმედოთ.
0
0