23/08/2024
14:51
სამართალი
20 წელი ცოლის მკვლელობისთვის - ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდა. 27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი კავლელაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო.
იქამდე კი ბრალდებულმა სხდომაზე დუმილი დაარღვია და მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო
ვარკეთილი სამის მეორე მიკრორაიონში მკვლელობა იანვარში მოხდა. 30 წლის გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მძინარეს მიაყენა, ამის შემდეგ კი თავადაც მიიყენა დაზიანებები. დაჭრილი ქალი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყვილს 4 თვის ახალშობილი დარჩა.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19- 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024