18/11/2024
22:51
პოლიტიკა
26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ეუთო/ოდირის მეთაურობით შექმნილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა მიგნებებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, ეს წინასწარი მიგნებები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
ვარჰეის თქმით, ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეცვალოს კურსი. კერძოდ, ჩვენ მოველით, რომ საქართველო გააუქმებს იმ საკამათო კანონებს, რომლებიც აზიანებს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და მნიშვნელოვან ძალისხმევას გაიღებს ცხრა ნაბიჯის მისაღებად, რომლებიც კვლავაც ძალაშია. 2023 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეუთო/ოდირის მეთაურობით შექმნილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა მიგნებებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც მოხდა მაღალი დაძაბულობისა და პოლარიზაციის გარემოში. ეს წინასწარი მიგნებები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც უკვე იყო გამოკვეთილია წინა ძირითად რეკომენდაციებში. ჩვენი მხრიდან, კვლავ ერთგულნი ვართ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ იმ იმედით, რომ საქართველო მოაგვარებს არსებულ გამოწვევებსა და გაატარებს ძირეულ რეფორმებს, რათა კომისიამ შეძლოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების განხილვა“, – განაცხადა ვარჰეიმ.
0
0