17/10/2024
15:06
არჩევნები 2024
ყველაფერი ძალიან მკაფიოა. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორის თვალთახედვით, 26 ოქტომბერი გამოცხადებულია რეფერენდუმად – ვირჩევთ იზოლაციას და სიღატაკეს თუ კეთილდღეობას ევროკავშირში. ევროკავშირის კარი ღიაა, ჩვენი პარტნიორები გველოდებიან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, გამზადებულია 14-მილიარდიანი ფონდი საქართველოსთვის.
„გამზადებულია ყველა ის სიკეთე, რაც საქართველომ უნდა მიიღოს. რაც მთავარია, სუვერენიტეტის მთავარი გარანტი იქნება ევროკავშირის წევრობა. ამიტომ ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ეს არჩევნები რეფერენდუმია და ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვიქნებით ევროკავშირის წევრი თუ ვიქნებით იზოლაციაში და გარე სამყაროს მოწყვეტილი“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ვაშაძის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადება უმნიშვნელოვანესია.
„ლიეტუვა არის ჩვენი უდიდესი მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ლამის ყინულმჭრელი იყო ყოველთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. როცა ამას ამბობს ლიეტუვის პრეზიდენტი, ცალსახაა, რომ ჩვენ გვაქვს რეფერენდუმი – მივდივართ ევროკავშირისკენ, სადაც კარი ღიაა თუ „ქართული ოცნება“ ჩაჭრის მთლიანად ჩვენს კავშირებს ცივილიზებულ სამყაროსთან და დაგვტოვებს იზოლაციაში. არ გვეგონოს, რომ უბრალოდ გაწყდება ურთიერთობები, ესაა სიღატაკისკენ, 90-იანი წლებისკენ მიმავალი გზა. ჩვენი გზა არის დიდი განვითარებისკენ მიმავალი და დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც 26-ში გავიმარჯვებთ, ლიეტუვა იქნება ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველომ სწრაფად მოახერხოს და დაუძვრეს ამ მძიმე ვითარებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024