30/09/2024
13:21
არჩევნები 2024
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელ - გიზო ვასაძესთან ერთად, მოქალაქეებს „ბუკიას ბაღში“ შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა ნუცუბიძის ქუჩა N46-ში მაცხოვრებლებთან.
შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატმა მოისმინა მათი საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
„ყოველდღიური შეხვედრებისას მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას ვგრძნობ. სწორედ, ამიტომ 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024