08/10/2024
17:13
არჩევნები 2024
არავითარი დისკუსია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე იყო პროცესის განხილვა - დღეს არაფერს წარმოვადგენთ. ხალხი თუ მოგვცემს ძალას, მერე დავსხდებით და ყველა კანდიდატურაზე შევთანხმდებით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს, პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერი იმისთვისაა, რომ ხალხმა დაადგინოს ვინ იქნება მინისტრი და ვინ იქნება პრემიერი.
„ჩვენ ვემორჩილებით საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც, ბოლო 100 წელია, ამბობს, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი. ჩვენ ვემორჩილებით ქართველი ხალხის ნებას, რომელიც განხორციელდება და დაადგენს, საკუთარ ვერდიქტს 26 ოქტომბერს გამოიტანს. ჩვენ გავაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაფერს სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად. შემდეგ მთავრობას შეარჩევს არა რომელიმე პოლიტიკოსი კაბინეტში, მათ შორის არც ჩვენ, არამედ შეარჩევს ამომრჩეველი, ქართველი ხალხი საარჩევნო უბნებთან. ჩვენთვის უპირველესი და ასეც უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის, არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი, რომელიც დღეს არ გვაქვს იმიტომ, რომ ერთი კაცი თავის სასახლეში არჩევს ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ არა და ვინ უნდა იყოს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ჩვენთვის მთავარი არის ამ პრინციპის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ გვინდა კონსტიტუციას დავუბრუნოთ ცხოვრება და მის მთავარ დებულებას, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი! 26 ოქტომბერს ამიტომ ველოდებით მთელი ქვეყანა, რათა პრინციპი ერთი კაცი ზემოდან რომ გვინიშნავს მინისტრებს შევცვალოთ და ხალხს დაანიშვნინოთ მთავრობა. 26 ოქტომბერი იმისთვისაა, რომ ხალხმა დაადგინოს ვინ იქნება მინისტრი და ვინ იქნება პრემიერი. ჩვენ ვუთხარით დღეს პრეზიდენტს, რომ ვართ კონსტიტუციის ჯარისკაცები, ქარტიის ჯარისკაცები. დღეს ჩვენ ყველანი ვართ კანდიდატები, მე ვარ კანდიდატი, ხაზარაძე არის კანდიდატი, 26 ოქტომბრის მერე ჩვენ გვაქვს ხალხის მიერ მონიჭებული ლეგიტიმაცია და ამას შემდეგ მას ვიღაცას გადავცემთ. არავითარი დისკუსია კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე იყო პროცესის განხილვა, სადაც პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვართ საქართველოს კონსტიტუციის ჯარისკაცები. ხალხი ირჩევს მინისტრებს. ვერ გავიმეორებთ იმას, რაც უკვე შემოიღო ბიძინა ივანიშვილმა, რომ პოლიტიკოსი სადღაც ზის და აკომპლექტებს მთავრობას. ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. დემოკრატიაა, რომ მინისტრებს ირჩევს ხალხი. დღეს არაფერს წარმოვადგენთ. ხალხი თუ მოგვცემს ძალას, მერე დავსხდებით და ყველა კანდიდატურაზე შევთანხმდებით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
0
0