259 უბანი გადაითვალა, ცვლილება უმნიშვნელო იყო, არჩევნები მორჩა, დამთავრდა „რეფერენდუმი“, მე-8-ჯერ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ - ზურაბ ქადაგიძე
03/11/2021
17:24
პოლიტიკა
A-
+A
„არჩევნები მორჩა, დამთავრდა „რეფერენდუმი“, მე-8-ჯერ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა სტაბილურობას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უჭერს მხარს და არა ძალადობას, რევანშს და რევოლუციას!“ - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ უბნების ხელახალი გადათვლების შემდეგ ცვლილებები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ საბოლოო შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.
„259 უბანი გადაითვალა და საერთო ჯამში ცვლილება უმნიშვნელო იყო, რაც საბოლოო შედეგზე არ ასახულა... არჩევნები მორჩა, დამთავრდა „რეფერენდუმი“, მე-8-ჯერ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა სტაბილურობას, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უჭერს მხარს და არა ძალადობას, რევანშს და რევოლუციას! „ნაცმოძრაობა“, მისი სატელიტები, რადიკალები და მიშამადიდებლები ნეტა რას აპირებენ? ასე ღობე-ყორე უნდა ატაროთ მიტინგები? თუ რამე ახალი სტრატეგია გაქვთ მოფიქრებული? მიშა 6 წელი იჯდება ციხეში... არჩევნები 2024 წელს იქნება...რამე მოიფიქრეთ, თორემ დარჩით თაკო ჩარკვიანის რევოლუციის იმედად“, - წერს ქადაგიძე.
0
0
307
სიახლეები
ყველა
პრეზიდენტი 20:00 საათზე ბრიფინგს გამართავს
23/09/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%