22/12/2021
16:02
საზოგადოება
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1,800 მგზავრია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 2,400 მგზავრამდე. მათივე ცნობით, საბაგიროს სიგრძე 1,421 მეტრია, სიჩქარე კი 6 მ/წმ. კურორტ ჰაწვალზე ფუნქციონირებს 7 კმ-ნი 4 სათხილამურო ტრასა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის არის გათვლილი.
„რაც შეეხება თეთნულდის სათხილამურო არეალს, კურორტზე არის 5 საბაგირო და 5 სათხილამურო გზა. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან კი 3168 მეტრია.
კურორტ გუდაურში ამუშავდება 18 საბაგირო. სრიალის მოყვარულები ისარგებლებენ 70 კმ-ნი 22 სასრიალო ტრასით. კურორტ გოდერძიზე კი არის ორი დიდი საბაგირო, ერთი მოძრავი ხალიჩა და 7-კილომეტრიანი სათხილამურო გზა.
მესტიასა და გუდაურში საბაგიროები ყოველდღე იმუშავებს. კურორტი გუდაური - 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ჰაწვალი 10:00 სთ-დან -16:00 სთ-მდე, (შაბათი-კვირა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე), თეთნულდი 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, გოდერძი კი 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
რაც შეეხება ბაკურიანის სათხილამურო არეალს, 25 დეკემბერს კლიმატური პირობების გათვალისწინებით სათხილამურო ინფრასტრუქტურა ვერ ამოქმედდება, თუმცა ნალექისა და ყინვის შემთხვევაში საბაგიროები აღნიშნულ კურორტზეც ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს.
საქართველოს სამთო-კურორტებზე, სასრიალო გზების უსაფრთხოებას, მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0