24/12/2021
12:55
ჰოროსკოპი
ვერძი
ამ დღეს აუცილებელ და გაუთვალისწინებელ ხარჯებს შორისსწორი ბალანსის პოვნას შეძლებთ. პლანეტების განლაგება პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმარებათ. მთლიანობაში მშვიდი და სასიამოვნო დღეა. თუ ცვლილებებისა და სიახლეების აუცილებლობას გრძნობთ, დროა, იმოქმედოთ. ეცადეთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომ საკუთარი უნარები წარმოაჩინოთ.
კურო
გახსოვდეთ, რომ პარტნიორისთვის ხალისიანი და მხიარულად ბევრად უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხართ, ამიტომ ნუ მოდუნდებით. მარტოხელა კუროებო, თუ ხვდებით, რომ სიახლეების დრო დადგა, დაანგრიეთ ყინულის კედლები და ურთიერთობებისთვის გული გახსენით. შესაძლოა კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდეთ, მაგრამ ნუ შეშინდებით, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ფრთხილად იყავით, ასტრალური გარემო ფინანსურ საკითხებში შეცდომებისკენ გიბიძგებთ. თითქოს ფანტასტიკურად მომხიბვლელი წინადადებები საბოლოოდ არც ისე რეალური აღმოჩნდება!
ტყუპები
რამდენიმე რთული და სტრესებით სავსე კვირის შემდეგ, შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ.კარგი იქნება თუ ხანგრძლივ და სრულფასოვან დასვენებაზე იფიქრებთ. საბედნიეროდ, საკუთარი ენერგიის სწორად მართვა შეგიძლიათ. რამდენიმე დღის შემდეგ საქმიანობას გაორმაგებული ენერგიით დაიწყებთ, ამიტომ ეცადეთ დასვენების ყოველი წუთით დატკბეთ.
კირჩხიბი
პროფესიულ საქმიანობაში სიახლეები გელით, რაც თქვენს მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის. თქვენს გარშემო თავისუფლების, იმედისა და ცვლილების ნიავი ქრის, ისარგებლეთ ამით! შესაძლებლობა, რომელსაც ძალიან დიდხანს ელოდით, საბოლოოდ მოგეცემათ. დროა, გამოავლინოთ საკუთარი უნარები - თქვენს აზრებს გათვალისწინებენ და თქვენს იდეებს დააფასებენ.
ლომი
პარტნიორთან ერთად დროს შესანიშნავ ატარებთ, მაგრამ თქვენი შინაგანი ლტოლვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ოჯახური ცხოვრების შეზღუდვებს ვერ ეგუება. მარტოხელა ლომებს შეიძლება პირად ცხოვრებაში სწორი ბალანსის პოვნა გაუჭირდეთ. გადაწყვიტეთ, რომ საკუთარ მიზნებს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწევიოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით. გახსოვდეთ, რომ აჩქარებას ზოგჯერ შეცდომები მოსდევს. ამ დღეს ჩვეულებრივზე უკეთეს პირობებში იმუშავებთ და შესაძლოა, უახლოეს დღეებში ბონუსი მიიღოთ.
ქალწული
ვარსკვლავების დადებითი გავლენა გიბიძგებთ, რომ ცხოვრებისეული სიხარულითდატკბეთ და წინასაახალწლო განწყობა ამაში გეხმარებათ. ხალისიანი და ენერგიით სავსე ხართ და არც მადას უჩივით, მაგრამ გირჩევთ წონა აკონტროლოთ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, ტკბილეულისკენ გადაჭარბებულმა ლტოლვამ პრობლემები შეგიქმნათ. შოკოლადი და ორცხობილა, რომელსაც ძილის წინ მიირთმევთ, შესაძლოა დიეტითა და ენერგიული ვარჯიშის საჭიროებით დასრულდეს.
სასწორი
იქნებ დროა კარიერულ წინსვლაზე იფიქროთ? განა თქვენი ცოდნა და უნარები წახალისებას არ იმსახურებს? დაფიქრდით, იქნებ რამე ოცნებების ასრულებაში ხელს შეგიშლით? საკუთარი უნარების ობიექტური შეფასება საშუალებას მოგცემთ საკუთარი ღირსებები და სისუსტეები დაინახოთ. ახლობელი ადამიანების დახმარება პროფესიულ ცხოვრებაში ახალ პერსპექტივებს დაგანახებთ.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჰარმონიული და სასიამოვნო იქნება. მარტოხელა მორიელებო, ისარგებლეთ ახალი ადამიანების გაცნობის შანსით ან შეხვდით ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ. შესაძლოა, ადამიანი, რომელთანაც დროს სასიამოვნოდ გაატარებთ, თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს.
მშვილდოსანი
დროა, წერტილი დაუსვათ საკუთარ მარტოობას და ცდუნების ხელოვნებას თავიდან დაეუფლოთ. ახალი ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება, სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ და ძველი ურთიერთობების ჭრილობებს მოგიშუშებთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ პარტნიორების ერთადცხოვრებას თავისი შეზღუდვები ახლავს. ეცადეთ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ, მართლა მზად ხართ ყველაერი შეცვალოთ?
თხის რქა
მთვარის გავლენით ისეთ მადაზე ხართ, რომ მაცივარს არ შორდებით და მთელი დღე ცდუნებას ებრძვით. სავარაუდოდ, დიეტა, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, თქვენი სხეულისთვის არაეფექტურია. გირჩევთ სასწრაფოდ შეცვალოთ კერძების შემადგენლობა. ეცადეთ მენიუში შეიტანოთ პროდუქტები, რომლებიც დანაყრების გრნობას იწვევს, მაგრამ ბევრ კალორიასარ შეიცავს.
მერწყული
ახალი იდეებით სავსე ხართ, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავთ. ყველაფერი მაინც თქვენი სურვილის სიძლიერეზეა დამოკიდებული, რომელმაც შესაძლოა მოქმედებისკენ გიბიძგოთ. გახსოვდეთ, რომ უფროსობა თქვენს პოზიციას პატივს სცემს და თქვენს აზრებს ანგარიშს უწევს, ამიტომ იმოქმედეთ. ან ახლა ან არასდროს!
თევზები
დაძაბული და განაწყენებული ხართ და ნერვოიულობთ, რომ საკუთარ განცდებზე საუბარი არ შეგიძლიათ. თუ გსურთ, რომ თქვენი ესმოდეთ, ეცადეთ წყენა გულში არ დაიტოვოთ და უფრო ხმამაღლა ილაპარაკოთ. თუ ტაქტისა და ზომიერების გრძნობას არ დაკარგავთ, თქვენი გულწრფელობით არავის გაანაწყენებთ. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური პროექტების დაწყებისთვის. თუ ამაში ინვესტიციას ჩადებთ და სანდო და შრომისმოყვარე ადამიანებს შემოიკრებთ, მიღებული შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
0
0