22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
21/01/2025
20:28
მსოფლიო
A-
+A
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა ბოლუს პროვინციაში სათხილამურო კურორტზე დაღუპულთა გამო. ამის შესახებ მან ადგილობრივ ტელევიზიაში საუბრისას განაცხადა.
21 იანვრის ღამეს თურქეთში, სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმრო "გრანდ კარტალს" ცეცხლი გაუჩნდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ხანძრის ჩაქრობაში სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და ორგანიზაციის 267 თანამშრომელი იყო ჩართული.
ბოლო ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა. 66 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კონკრეტულად, რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ბოლუს პროვინციის გუბერნატორმა აბდულაზიზ აიდინმა განაცხადა, რომ პროკურორებმა უნდა გამოიძიონ ინციდენტის გარემოებები.
0
0
80
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%