23/12/2021
11:56
ჰოროსკოპი
23 დეკემბრის ზუსტი ასტროლოგიური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, რა გელით პირად ცხოვრებაში, პროფესიულ საქმიანობაში და ურთიერთობებში რათა წინასწარ მოემზადოთ ამ დღისთვის. ჩვენ გიამბობთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ვერძი
ვერძს რთული გადაწყვეტილების მიღება ელის. სავარაუდოდ, ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა მოგიწევთ, რადგან ხედავთ, რომ პარტნიორს მთელი არსებით უყვარხართ და საპასუხო გრძნობას ელის. სავსებით შესაძლებელია ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა - ერთად ცხოვრება და ქორწილი. მშვენივრად იცით რის მიღწევას ცდილობთ და უკან დახევას არ აპირებთ. მიზნის მიღწევაში პლანეტა მერკური დაგეხმარებათ.
კურო
კუროს სასიყვარულო ფრონტზე მხოლოდ წარმატებები ელის. უკვე ურთიერთობაში მყოფები პარტნიორისგან კიდევ უფრო მეტ სიყვარულს და სინაზეს იგრძნობენ. მარტოხელა ქალბატონებს შესაძლოა ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდეთ. თქვენი შემოქმედებითი უნარები და ფინანსების მართვის ნიჭი გარშემო მყოფთა გაოცებას იწვევს, თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ უნებურად კონფიდენციალური ინფორმაცია არ გაამჟღავნოთ.
ტყუპები
ტყუპებმა შესაძლოა, იგრძნონ, რომ არასწორი მიმართულებით მოძრაობენ და დროა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალონ. გაითვალისწინეთ, რომ დრამატულმა ცვლილებებმა შეიძლება როგორც კარიერაზე, ასევე პირად ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს, რადგან ახლობელ ადამიანებს თქვენი მოულოდნელი გადაწყვეტილებების გაგება გაუჭირდებათ. ვარსკვლავები ინოვაციური იდეების განხორციელებაში და იმ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებიან, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის არახელსაყრელი დღეა. ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა გსურთ, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე ადვილი იქნება. მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება თქვენს გადაწყვეტილებებს კამათი და კონფლიქტები მოჰყვება. თუ გონებას მოიკრეფთ და წინდახედულად იმოქმედებთ, შესაძლოა, სანუკვარი ოცნება აისრულოთ, რთული ვითარებიდან გამოსავალი მოძებნოთ და ფულის დაზოგვის ხერხი იპოვოთ.
ლომი
მზად იყავით დიდი გამარჯვებებისთვის. ამ დღეს ლომი ქალის მომხიბვლელობას ვერც ერთი მამაკაცი გაუძლებს. გახსოვდეთ, რომ დღევანდელი კვერცხი ჯობია ხვალინდელ ქათამს, ამიტომ ახალი მწვერვალების დაპყრობამდე მიღწეული პოზიციის შენარჩუნებაზე იზრუნეთ. თუ „ცხელ გულზე“ და ნაჩქარევად არ იმოქმედებთ და წინდახედულებას გამოიჩენთ, ყველაფერი გამოგივათ.
ქალწული
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა: რომანტიკული პაემანი სასიამოვნოდ ჩაივლის, ოჯახურ ურთიერთობებში სიყვარული და ურთიერთგაგებაა, სამსახურში კეთილგანწყობით და პატივცემით გხვდებიან და ფინანსური საქმეებიც შესანიშნავად მიდის. მთავარია თქვენი ფეთქებადი ხასიათი და იმპულსურობა მართოთ და სახიფათო ავანტიურებში არ ჩაერთოთ.
სასწორი
სასწორებს ვურჩევთ თავიანთი ემოციური ემოციური მდგომარეობა აკონტროლონ. სიყვარულის მწვავე მოთხოვნილებამ შეიძლება ჩხუბი და სკანდალები გამოიწვიოს, რაც ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე აისახება. ცვლილებები და ხელსაყრელი გარემოებები ერთმანეთს დაემთხვევა. მოსალოდნელია პერსპექტიული შეთავაზება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი და საბედისწერო შეხვედრა ელით. ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ახლახან გამოჩნდა, შეიძლება მისი განუყოფელი ნაწილი გახდეს. დაქორწინებულ მორიელებს უკეთესობისკენ სასიამოვნო ცვლილება გაახარებს. თუ ყურადღების მთავარ საკითხებზე გამახვილებას შეძლებთ და უკან არ დაიხევთ, უახლოეს ხანებში შეიძლება კარიერული კიბის ზედა საფეურზე აღმოჩნდეთ.
მშვილდოსანი
მარტოხელა მშვილდოსნებს ამ დღეს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. ურთიერთობებში ნამდვილი იდილია დადგება. გაიოთვალისწინეთ, რომ თქვენი ერთგული მეგობრები ნამდვილად იმსახურებენ სიყვარულის გამოცხადებას!
თხის რქა
თხის რქას შეიძლება ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდეს. ამ ნიშნის თავისუფალი წარმომადგენლებისთვის ეს სასიხარულო ნიშანია, მაგრამ დაქორწინებულებისთვის ამან შეიძლება ურთიერთობაში სირთულეები და უთანხმოება გამოიწვიოს. თხის რქა ყოველთვის ცდილობს საკუთარ გარეგნობაზე იზრუნოს და გამორჩეულად შეიმოსოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ოდნავ მოდუნდეთ და საკუთარ თავზე ზეწოლა შეამსუბუქოთ.
მერწყული
გამორიცხული არ არის, რომ მერწყულებმა ამ დღეს საკუთარი მდგომარეობისა და მიმდინარე ურთიერთობების გამო უკმაყოფილება ირძნონ. დაუკმაყოფილობის გრძნობას კი შეიძლება ცუდი განწყობა და ჩხუბი მოყვეს. მთავარია გახსოვდეთ, რომ ესეც მალე გაივლის, რადგან ახალ შეგრძნებებზე და წუთიერ გატაცებაზე მეტად მეორე ნახევრის გვერდით მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება გიღირთ.
თევზები
შესაძლოა, ამ დღეს გრძნობებმა ახალი ძალით იფეთქონ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. არსებობს საფრთხე, რომ დაოჯახებულმა თევზებმა სასიყვარულო ურთიერთობა ოჯახის გარეთ გააბან, რაც პარტნიორთან ურთიერთობაზე ცუდად აისახება. მარტოხელა ადამიანებმა მოჭარბებული გრძნობების გამო შეიძლება ორ ადამიანთან ერთდროულად გააბან რომანი, მაგრამ ორი კურდღლის მადევარივით, საბოლოოდ არცერთი შერჩებათ.
0
0