21/12/2021
21:49
ჰოროსკოპი
ვერძი
ამ დღის მთავარი ამოცანა ზომიერების დაცვაა. აუცილებელი არ არის, ერთ ჯერზე მთელი ქვაბი ტოლმა მიირთვათ ან ნახევარი მაღაზია იყიდოთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლე ნებისმიერი გზით დაამტკიცოთ - ამით მხოლოდ ახლობელ ადამიანებს გააღიზიანებთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
კურო
ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი პროფესიული და ფინანსური შესაძლებლობები ელით. სამსახურში სანდო და პატივსაცემი თანამშრომელი ხართ, თქვენი შრომისმოყვარეობა და წესიერება შეუმჩნეველი არასოდეს რჩება. ეცადეთ ეს განწყობა თქვენს სასარგებლოდ, კარიერული წინსვლისა და ხელფასის გაზრდისთვის გამოიყენოთ. ამ დღეს პლანეტების კეთილგანწყობა თქვენს მხარესაა! თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდა, ხელიდან ნუ გაუშვებთ ფინანსების მომგებიან პირობებში დაბანდების შანსს.
ტყუპები
მარტოსულა ტყუპებო შესაძლოა, ვნებათა მორევში ჩაიძიროთ. იქნებ დროა, ოჯახის შექმნაზე იფიქროთ? ამ დღეს ფინანსური ხასიათის რჩევებს არ უნდა ენდოთ. ბიზნესისა და ფინანსების სწორად მართვაში მხოლოდ საკუთარ თავს და ინტუიციას უნდა ენდოთ. გორჩევთ გადაწყვეტილენის მიღებამდე ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. კონკურენტებს თქვენი რეაქციის სისწრაფით გააოცებთ.
კირჩხიბი
დაოჯახებულ კირჩხიბებს ოჯახში გარკვეული დაძაბულობა და ურთიერთობების გარკვევა ელით. პლანეტების განლაგება პარტნიორთან გულწრფელი საუბრის სურვილს გაგიჩენთ, მაგრამ გირჩევთ თქვენი სიტყვების შედეგებზე იფიქროთ. ფრთხილად იყავით, რომ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები საყვარელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. რაც შეეხება მარტოხელა კირჩხიბებს, ამ დღეს რომანტიკული ურთიერთობებისთვის ნაკლებად განწყობილი იქნებიან.
ლომი
ამ დღეს ყველაზე მეტად ფეთქებადსაშიშ სიტუაციებს უნდა ერიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ პლანეტების განლაგება პროფესიულ გარემოსთან დაკავშირებული კონფლიქტების გაჩენას ხელს შეუწყობს. წინდახედულება გამოიჩინეთ, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ და მძიმე შედეგები თავიდან აიცილოთ.
ქალწული
ამ დღეს ქალწულის ოჯახში ყველაფერი წესრიგშია - თითქოს ყველაზე უმნიშვნელო პრობლემაც კი გაქრა. პლანეტების დახმარებით ადამიანებს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო გასაგები გახდება, რაც ცხოვრებას გაგიმარტივებთ. ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობების შესანარჩუნებლად, მისი თითოეული წევრის მიმართ ყურადღება და მზრუნველობა უნდა გამოიჩინოთ. შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ თქვენი სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოთ.
სასწორი
როგორც არ უნდა ეცადოთ, ბედს თქვენს დაკრულზე ცეკვას ვერ აიძულებთ. თუ მარტოხელა ხართ, დროა ურთიერთობის წრე გააფართოვოთ. თქვენი ამჟამინდელი მდგომარეიობა და დატვირთული დღის განრიგი საშუალებას არ გაძლევთ, რომ მონათესავე სულს შეხვდეთ. დაოჯახებულ სასწორებსაც პრობლემები ელით - თითქოს ერთად ცხოვრობთ, მაგრამ ცალ-ცალკე ხართ. დროა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ასტრალური კლიმატი თქვენს პროფესიულ საქმიანობას ხეკლს უწყობს. გირჩევთ ადამიანებს საკუთარი პოზიცია კარგად აუხსნათ, რომ გაუგებრობა თავიდან აიცილოთ. თუ ოჯახის ბიუჯეტს თქვენ აკონტროლებთ, ფინანსური სირთულეები არ გელით.
მორიელი
რამდენიმეწლიანი რომანტიკული თავგადასავალის შემდეგ დამშვიდება მოახერხეთ. ახალი პირადი ცხოვრება ურთიერთობებს ბუნებრივად დააბალანსებს და უნდობლობას მთლიანად გააქრობს. თქვენს გვერდით იქნება ადამიანი, რომელსაც მთლიანად ენდობით და რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სიყვარულით გაიზიარებს. თუმცა, სრულ იდილიამდე ისევ შორი გზაა - საკუთარ ცხოვრებაში გარკვეული კორექტირების შეტენა მოგიწევთ.
მშვილდოსანი
თუ იმ გზას გააგრძელებთ, რომელსაც ამჟამად მიჰყვებით, შესაძლოა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ, რომელიც დასვენებას გაიძულებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი თავდაცვის სისტემა დასუსტებულია. ყურადღებით უსმინეთ და გაითვალისწინეთ რჩევები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ის პროექტები დააზიანოთ, რომლებიც მომდევნო კვირებისთვის დაგეგმეთ. ნუ ცდილობთ ბევრი საქმის ერთდროულად კეთებას. მოდუნდით და მალე ყველა პრობლემა უკან დარჩება.
თხის რქა
რთული დღეა, მაგრამ ყველა შესაძლებლობა გაქვთ, რომ პრობლემებს გაუმკლავდეთ. წარმატების მიღწევას ისე ცდილობთ, როგორც არასდროს. ცდილობთ სამყაროს დაუმტკიცოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. თუ შეცდომას არ დაუშვებთ, თქვენი ძალისხმევა შედეგს აუცილებლად მოიტანს. ასტრალური ატმოსფერო ფინანსური ინვესტიციებისკენ გიბიძგებთ. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით და რჩევა ახლობელ ადამიანებს თხოვეთ.
მერწყული
თქვენი იდეები ხშირად უახლოესი მეგობრების პოზიციასაც კი არ ემთხვევა. ეცადეთ საკუთარი აზრები სხვების შეირაცხყოფის გარეშე გამოხატოთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, მეგობრები ყოველთვის თქვენს გვერდით იქნებიან.
თევზები
ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და საკუთარ თავში იკეტებით. ნუ მისცემთ პრობლემებს უფლებას, რომ საკუთარ მიზანზე უარი გათქმევინოთ. ეცადეთ დიალოგში ჩაერთოთ და საკუთარი უნარები დაწყებული პროექტების დასრულებისთვის გამოიყენოთ. მართლაც, თქვენს გზაზე რამდენიმე დაბრკოლება გაჩნდა, მაგრამ თუ სწორად იმოქმედებთ, მათ გადალახვას შეძლებთ.
0
0