06/12/2023
20:45
სხვადასხვა
ესპანეთში გოგონამ შემთხვევით კბილის ჯაგრისი გადაყლაპა, როდესაც ყელში გაჭედილი საკვების ამოღებას ცდილობდა - ამის შესახებ New York Post-ი წერს.
21 წლის ჰაიზე შემწვარ ინდაურს მიირთევდა, როდესაც ხორცი ყელში გაეჭედა. ქალს სუნთქვა შეეკრა და მიხვდა რომ იხრჩობოდა. ვითარებას ისიც ამძიმებდა, რომ სახლში არავინ იყო, რომ დახმარებოდა. ანერვიულებულმა ქალმა ყელიდან ხორცის ამოღება იმით სცადა, რაც პირველად ხელში მოხვდა და ის კბილის ჯაგრისი აღმოჩნდა.
ჰაიზემ ხორცის ამოღება მოახერხა, მაგრამ პრიალა კბილის ჯაგრისი მთლიანად მის ყელში აღმოჩნდა. გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჰაიზეს თქმით, ექიმები ვერ იჯერებდნენ, რომ კბილის ჯაგრისის გადაყლაპვა შესაძლებელია, სანამ გოგონა რენტგენზე არ გააშუქეს. გოგონა საყლაპავში უცხო სხეულის გამო ტკივილს ვერ გრძნობდა, მაგრამ სუნთქვა უჭირდა. საბოლოოდ 40 წუთიანი პროცედურის დროს ქირურგებმა ჯაგრსის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსულ გოგონას საწოლის გვერდით, მაგიდაზე კბილის ჯაგრისი დახვდა. ბედნიერი ვარ, რომ სუნთქვა ისევ შემიძლია - ამბობს ჰაიზე.
0
0