02/04/2023
17:55
კულტურა
ნაკრძალი 2023 წელს "Giegling Showcase"-ით იწყებს.
Event-ს საფესტივალო ფორმატი ექნება - სტუმრებს ლოკაციაზე, სპეციალური სივრცეები, საოცარი ხედი, განსაკუთრებული ენერგია, მუხტი და პერფორმანსები დახვდებათ.
საქართველოში 21 აპრილს დაანონსებული ღონისძიებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განათება და აუდიო სისტემის გამართვა, Giegling-ის გაიდლაინის მიხედვით განხორციელდება.
“ამ მხრივ რესურსი და ენერგია არ დავზოგეთ, რათა არტისტების თითოეული რეკომენდაცია გაგვეთვალისწინებინა და მოგვერგო არსებული რეალობისთვის. ტერიტორიის შიდა ლოკაცია სრულად იფუთება შესაბამისი მასალით, ხარისხიანი აუდიო სისტემის დასაყენებლად და უსაფრთოხება მათი მოთხოვნების შესაბამისად იქნება დაცული.” - აცხადებს ღონისძიების ორგანიზატორი ნინი არდია.
"Giegling" რამდენიმე არტისტის საერთო ისტორიაა, რომელიც დიდი ხნის წინ, ვეიმარში კლუბის გახსნით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი მის გარშემო შეკრებილი მეგობრების მსოფლიო დონის ლეიბლად იქცა.
მსმენელისთვის “Giegling”-ი შეგრძნებაა, რომელშიც ნოსტალგიის განცდა ცოცხლდება; მიდგომაა, რომლის ადაფტირებაც ყველაფერში შესაძლებლებელია.
“Giegling” ელექტრონული მუსიკის სფეროში თავისი გამორჩეული სტილით იქცა ყველასთვის ცნობილ ლეიბლად.
Credits
• Event-ს განათების სისტემით უზრუნველყოფს Sound Group
• Event-ს აუდიო სისტემით უზრუნველყოფს FUNKTION-ONE RENTAL GEORGIA
• უსაფრთხო გართობის ხელშეწყობის მიზნით ივენთამდე ჩატარდება “მანდალა"-ს workshop. (დასაწყისი 21:30 სთ)
• მთაწმინდის საბაგიროთი სარგებლობის საშუალება სტუმრებს 24 საათის განმავლობაში ექნებათ
21 აპრილს, თბილისი;
მთაწმინდის პარკი, კლუბი “ანდერვილი”.
0
0