12/09/2024
17:17
სპორტი
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეისთან დაიცავს.
ესპანურ გამოცემა El chiringuito-სთან ინტერვიუში თოფურიამ განაცხადა, რომ ჰოლოუეის მარტივად, პირველივე რაუნდში დაამარცხებს, ხოლო შემდეგ ბრძოლას ესპანეთში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2025 წელს ჩაატარებს.
„ვფიქრობ, ჰოლოუეისთან ბრძოლა მალე დასრულდება, მას პირველივე რაუნდში დავამარცხებ. ამ მომენტში ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას წარმოვადგენ, ისეთ ფორმაში ვარ, როგორშიც არასდროს ვყოფილვარ.
ჩემი შემდეგი ბრძოლა ესპანეთში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2025 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. შესაბამისი ორგანოები ამ თემაზე უკვე მუშაოებენ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურია დაუმარცხებელია, მან 15 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო, 2024 წლის 18 თებერვალს კი UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მიიღო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024