28/06/2024
11:23
სამართალი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 537 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 112 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7.3 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 483 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 246, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში – 5 შემთხვევა.
2024 წლის მაისის თვეში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 267 შემთხვევა; მუქარა – 241 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 225 შემთხვევა; ძალადობა – 201 შემთხვევა; გაუპატიურება – შვიდი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ოთხი შემთხვევა; თაღლითობა – 78 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 152 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 12 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 101 შემთხვევა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – რვა შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლითაც რვა შემთხვევა გამოვლინდა.
0
0