20/05/2024
11:47
ეკონომიკა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 417.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 35.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
მათივე ცნობით, აეროპორტებმა მიიღო 697.5 ათასი მგზავრი (36.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 719.8 ათასი მგზავრი (34.0 პროცენტით მეტი).
„2024 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 112.9 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 280.0 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.7-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 55.7 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 105.1 მილიონი ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (50.1 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (49.5 პროცენტით) მოცულობა.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 417.3 ათას მგზავრს მოემსახურა , რაც 35.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. აეროპორტებმა მიიღო 697.5 ათასი მგზავრი (36.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 719.8 ათასი მგზავრი (34.0 პროცენტით მეტი).
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 5.9 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 22.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 84.8 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 15.2 პროცენტი - გაგზავნილი.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0