13/12/2023
18:03
ეკონომიკა
2024 წელს გაზრდილია გასაცემლების მოცულობები, როგორც პენსიების, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში.
70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარს მიაღწევს;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარს;
ბოლო 4 წლის განმავლობაში საპენსიო გასაცემლების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. კერძოდ, 70 წლამდე პირებისთვის ზრდა 43%-ია, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის პენსიის ზრდა 66%-ია.
სახელმწიფო კომპენსაციებისთვის დღეს არსებული 560 ლარიანი ზღვარი იზრდება 78%-ზე მეტით და განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით; 200 ლარით გაიზრდება და 1200 ლარი გახდება საომარი მოქმედებების დროს ან კრიმინალთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების კომპენსაციები;
იზრდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის ოდენობა, კერძოდ:
Ø უმცროს სპეციალურ წოდებაზე (გარდა ოფიცრისა): 2-დან 5 ლარამდე;
Ø უმცროსი ოფიცრის წოდებაზე: 5-დან 10 ლარამდე;
Ø უფროსი ოფიცრის წოდებაზე: 10-დან 15 ლარამდე;
Ø უმაღლესი ოფიცრის წოდებაზე: 15-დან 25 ლარამდე.
0
0