2023 წლის განმავლობაში ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით 500-მდე პირი დააკავეს - ცხინვალი
21/12/2023
09:48
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2023 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვრის "დამრღვევი" 448 ადამიანი დააკავეს.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულთა შორის 196-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხოლო 251-მა "სასაზღვრო ზონის რეჟიმი".
KGB ამბობს, რომ თითოეულ შემთხვევაზე "გამოძიება" ჩატარდა.
"262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს და გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან, 19 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა", - ამბობს დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი.
0
0
269
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%