12/12/2022
22:17
ეკონომიკა
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შეძენილი საქონლის ღირებულება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის იმპორტის ღირებულებასთან შედარებით დაახლოებით 48.5%-ით გაიზარდა, ანუ თითქმის გაორმაგებულია, მაშინ როდესაც საქონლის იმპორტი 965 ტონით მეტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ყავა გაძვირდა.
მიმდინარე წლის 10 თვეში მოხალული ან მოუხალავი ყავის მთავარი საიმპორტო ქვეყანა ინდონეზია იყო.
სწორედ ამ ბაზრიდან შევიძინეთ იმპორტირებული ყავის მოცულობის ნახევარი. ღირებულების მიხედვით ყავის საიმპორტო ბაზრების ათეული კი ასეთია:
1. ინდონეზია - 7.7 მლნ დოლარი, 3 143 ტონა;
2. რუსეთი - 2.7 მლნ დოლარი, 506 ტონა;
3. გერმანია - 2.5 მლნ დოლარი, 359 ტონა;
4. იტალია - 2.4 მლნ დოლარი, 212 ტონა;
5. ვიეტნამი - 1.7 მლნ დოლარი, 691 ტონა;
6. სომხეთი - 962 ათასი დოლარი, 278 ტონა;
7. თურქეთი - 692 ათასი დოლარი, 91 ტონა;
8. უგანდა - 597 ათასი დოლარი, 240 ტონა;
9. შვეიცარია - 543 ათასი დოლარი, 158 ტონა;
10. ნიდერლანდები - 437 ათასი დოლარი, 72 ტონა;
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს საქართველოდან ყავის ექსპორტი გააქტიურდა და რეალიზებული 406 ტონა მოუხალავი მოხალული ყავის ღირებულებამ 1.5 მლნ დოლარი შეადგინა.
ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 343.4%-ია. ექსპორტის ნახევარი - 782 ათასი დოლარის ღირებულების 160 ტონა ყავა ადგილობრივი ნაწარმი იყო, ხოლო 734 ათასი დოლარის 246 ტონა ყავის რეექსპორტს შეადგენდა.
ექსპორტი ძირითადად რუსეთში (1.3 მლნ დოლარი, 382 ტონა) განხორციელდა. მცირე მოცულობით ყავა ქვეყნიდან სომხეთში, ირანში, აშშ-ში, საუდის არაბეთში, საბერძნეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში გავიდა.
წყარო: bm.ge
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024