26/12/2021
20:13
ჰოროსკოპი
ვერძი
ამ დღეს შესაძლოა, ვიღაცამ მყუდროება დაგირღვიოთ და ნერვიულობის მიზეზი მოგცეთ. ნუ გახდებით მისი გეგმის ნაწილი და ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. რთული სიტუაციიდან გამოსვლის პოვნა ადვილი არ იქნება, მაგრამ გირჩევთ პრობლემა ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ. არ ინერვიულოთ, ფინანსური პრობლემები დროებითია.
კურო
ხელსაყრელი დღეა ერთობლივი საქმეებისა და პროექტების დაწყებისთვის. სამსახურში მოსალოდნელია კოლეგასთან ან უფროსთან მცირე უთანხმოება. ერთმანეთის მიმართ მხოლოდ კეთილგანწყობა გამოძრავებთ, ამიტომ გაუგებრობა სწრაფად მოგვარდება. საკუთარ პოზიციას ჯიუტად იცავთ, მაგრამ ეცადეთ ცოტაოდენი გაგება სხვისი პოზიციის მიმართაც გამოიჩინოთ.
ტყუპები
ყველაფრის მიუხედავად, მზად არ ხართ, რომ თავისუფლებას შეელიოთ. თქვენი მომხიბვლელობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს. ურთიერთობაში ცვლილებების მოთხოვნილებას გრძნობთ, თუმცა პარტნიორისთვის ამის ახსნა გიჭირთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დამქანცველი დღის დაძლევას სულიერი სიმტკიცე სჭირდება. ეცადეთ ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვას მეტი ყურადღება მიაქციოთ.
კირჩხიბი
გახსოვდეთ, რომ სამსახურეობრივი და მეგობრული ურთიერთობები ერთმანეთში არ უნდა აურიოთ! ფრთხილად და თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესოთ ან მატერიალური სარგებელი მიიღოთ. რისკი ძალიან დიდია. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ, რომ ფინანსურ ოპერაციებში შეცდომა არ დაუშვათ. უმჯობესია, რამდენიმე დღე მოიცადოთ.
ლომი
ყველას ვერ ასიამოვნებთ, ამიტომ არჩევანი უნდა გააკეთოთ. ფინანსური მოლაპარაკებები თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. თქვენი ბიზნეს პარტნიორი უფრო და უფრო მეტად ითვალისწინებს თქვენს სურვილებს, რაც სასიამოვნოა, რადგან ბოლო დროს გეჩვენებოდათ, რომ თქვენი კავშირი ადრინდელივით ძლიერი აღარაა. ამ დღის ატმოსფერო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ინტელექტუალური გააზრებისკენ გიბიძებთ.
ქალწული
ურთიერთობებში პირველი ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ. შესაძლოა, პარტნიორში საკმარისად დარწმუნებული არ ხართ ან თქვენთვის შესაფერისი გარემოებები არაა. თუ ეჭვები ისევ გაწუხებთ, ჯობს თქვენს ურთიერთობებს გადახედოთ. ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების, ზედმეტი გამბედაობის ან პირიქით, გადაჭარბებული სიფრთხილის გამო სამსახურში თქვენი გაგება უჭირთ.
სასწორი
თქვენს ირგვლივ ბედნიერების ტკბილი სურნელი ტრიალებს. უსაზღვრო წარმოსახვა გეხმარებათ ემოციური ურთიერთობა ცოტაოდენი ფანტაზიით გაამდიდროთ. სურვილი გაქვთ, რომ მიზნის სწრაფად მისაღწევად არაორდინალური მეთოდები გამოიყენოთ, თუმცა ამას დიპლომატია და დიალოგი სჯობს. ფრთხილად იყავით - ბიზნეს და ფინანსიურ საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა.
მორიელი
თქვენთვის პირადი გრძნობები მთავარ ადგილზე არასოდეს მდგარა, თუმცა სასარგებლო კონტაქტები მაინც გჭირდებათ. გსურთ, რომ სრულიად უსარგებლო შეზღუდვებისგან გათავისუფლდეთ, რომლებსაც პრობლემების გარდა, არაფერი მოაქვს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით. თავი შეიკავეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებისგან, თორემ შეიძლება ორი კურდღლის მადევარის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.
მშვილდოსანი
გსურთ საკუთარი ფინანსები მოაწესრიგოთ, თანაც ამას ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე გეგმავთ. ეცადეთ უფრო რეალისტურად იაზროვნოთ და მიხვდებით, რომ ამის შეთავსება შეუძლებელია. ამ დღეს ვარსკვლავები მარტოხელა მშვილდოსნების მიმართ კეთილგანწყობილი არიან. პარტნიორეებს შორის ნდობასა და სიყვარულზე დამყარებული ურთიერთობაა - ერთმანეთს არაფერს უმალავთ. ახალი პროექტის დასაწყებად არახელსაყრელი დროა, მაგრამ შეგიძლიათ დაწყებული საქმე გააგრძელოთ.
თხის რქა
შესაძლოა, გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო გეგმებისა და მუშაობის განრიგის შეცვლა მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი პრინციპების მეტისმეტად მკაცრი დაცვის გამო შესაძლოა, დაცინვის ობიექტად იქცეთ. შესაძლოა, ადამიანებთან კონტაქტების დამყარება გაგიჭირდეთ. გამონაკლისი არც სასიყვარულო ურთიერთობებია. არ იდარდოთ, ტკივილი დროთა განმავლობაში გაივლის და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.
მერწყული
ამ დღის მთავარი ამოცანა სტაბილურობა და უსაფრთხოებაა. ფინანსური თვალსაზრისით, მოულოდნელობები გელით, ამიტომ შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ხარჯები დაგჭირდეთ. გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ პარტნიორთან ღიად და გულწრფელად ისაუბროთ თქვენთვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
თევზები
დროა პარტნიორთან კონსტრუქციულ დიალოგზე იფიქროთ. თქვენი პირადი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. გრძნობა, რომელიც ახალი ძალით იფეთქებს, მშვიდ და სიყვარულით სავსე ოჯახურ ურთიერთობებს გპირდებათ. ეცადეთ ფინანსური რესურსი მომჭირნედ ხარჯოთ და თუ შესაძლებელია, მომავლის რეზერვიც შექმნათ.
0
0