05/11/2021
14:16
ტურიზმი
უშუალოდ სექტემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 349%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია საქართველოს, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტორების რაოდენობა 71.1%-ით შემცირდა. რაც შეეხება შემოსავლებს, სექტემბერში 2019 წლის იმავე პერიოდის შემოსავლების 51% აღდგა.
"2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორების ჯამური აღდგენის თვალსაზრისით უკრაინა (70%) და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები (58%) ლიდერობენ. 43%-იანი აღდგენა ფიქსირდება ისრაელიდან, 37% კი აშშ-დან ჩამოსულ ვიზიტორებში. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი აღდგენა აზერბაიჯანიდანაა (5%). დაბალი მაჩვენებლის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ რჩება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღავართან დაკავშირებული შეზღუდვები", - წერია ანგარიშში.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის შემოსავლებში უკრაინა ლიდერობს (15%). 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია ისრაელისა (9%) და საუდის არაბეთის (7%) წილები.
2019 წელთან შედარებით ვიზიტორებისგან მიღებულ შემოსავლებში ევროკავშირის ქვეყნების წილი მცირედითაა შემცირებული და 14%-ს უტოლდება იმავდროულად, რუსეთის წილი განახევრდა და მხოლოდ 12%- ს გაუტოლდა. შემცირდა დანარჩენი მეზობელი ქვეყნების წილებიც, რაც უმეტესად ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობის შემცირებითაა გამოწვეული.
ანგარიშის თანახმად, სეზონურობისა და კოვიდთან დაკავშირებულ მზარდი რისკებს გათვალისწინებით, 2021 წლის მომდევნო თვეებში ვიზიტორების ჯამური აღდგენის მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ.
0
0