12/01/2021
12:44
ბადაგონი
მათივე ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17 %-ით მეტია.
„ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 17 პროცენტი (4114972 ბოთლი), ჩინეთი – ორი პროცენტი (7089259 ბოთლი), აშშ – 48 პროცენტი (678148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 60 პროცენტი (168307 ბოთლი).
ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 45 პროცენტი (708408 ბოთლი), გერმანია – 40 პროცენტი (671 453 ბოთლი), ბელარუსი – 74 პროცენტი (2787065 ბოთლი), ისრაელი – 80 პროცენტი (324700 ბოთლი), ესტონეთი – 20 პროცენტი (693248 ბოთლი), რუსეთი – ცხრა პროცენტი (58384540 ბოთლი), მოლდოვა – 8738 პროცენტი (625724 ბოთლი), ნიდერლანდები – 17 პროცენტი (96464 ბოთლი), ჩეხეთი – 34 პროცენტი (83136 ბოთლი), შვედეთი – 636 პროცენტი (92214 ბოთლი), ბულგარეთი – 30 პროცენტი (34734 ბოთლი), მონღოლეთი – 40 პროცენტი (297576 ბოთლი) და ა.შ.“ – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.
„საერთო ჯამში, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67 პროცენტი). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა – 38 პროცენტი).
დაცული ადგილწარმოშობის ღვინის სახეობებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 17418683 ბოთლი; შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 5160309 ბოთლი, „წინანდალი“ – 4407563 ბოთლი, „ახაშენი“ – 1577823 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 1011887 ბოთლი, „ტვიში“ – 298509 ბოთლი და ა.შ.“ – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მლნ აშშ დოლარი, რაც 15 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
Spacesnews-ის ინფორმაციით, ექსპორტიორთა შორის კომპანია „ბადაგონი“ ლიდერობს – „ბადაგონის“ ღვინოების ექსპორტმა 2019 წელს 8 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, რაც 9 %-იან ზრდას შეადგენს წინა წელთან მიმართებაში.
0
0