18/12/2023
15:17
ეკონომიკა
2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი, წელს უკვე დაუბრუნდა ორი მილიარდ 200 მილიონი ლარი და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება ორი მილიარდ 500 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და აღნიშნულმა რეფორმამ ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რეალურად ამოისუნთქა.
„მინდა, გაგიზიაროთ კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი, 2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი. წელს ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით უკვე დაუბრუნდა ორი მილიარდ 200 მილიონი ლარი. ეს არის წლევანდელი მონაცემი. მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება ორი მილიარდ 500 მილიონი ლარი. სხვათა შორის, ეს ინიციატივაც ეკუთვნის პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა, რამაც ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რეალურად, ამოისუნთქა. ბუნებრივია, სახეზე გვაქვს შედეგი, რომელზეც ახლა გესაუბრებით. 2022 წელს საქართველოს ექსპორტმა 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით, ეს არის 135%-იანი ზრდა. წელს იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი 11 პროცენტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით და 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული, რეკორდული მაჩვენებელია და 2012 წელთან შედარებით, თითქმის 2.5-ჯერ ზრდა არის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0
0