04/10/2024
14:53
კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰსარ ჯიოევს შეხვდა.
"ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უსაფრთხოების მიღწევის, სახელმწიფოს გამყარების, ეკონომიკურ-სოციალური სფეროს განვითარების მიმართულებით. ჩვენი გზა მხოლოდ წინ მიმავალია – 2008 წლის გადაწყვეტილებები განხილვას არ ექვემდებარება". – თქვა ლავროვმა შეხვედრაზე.
ლავროვმა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის საკითხზე პრინციპული პოზიციისთვის" მადლობა გადაუხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ასევე ახსენა ოკუპირებული აფხაზეთიც:
"მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან კონსულტაციების ფარგლებში, რომლებიც ჟენევაში ტარდებოდა".
დღეს ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას შეხვდება.
0
0