08/09/2024
12:35
სპორტი
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ბრინაჯოს მედლით დაასრულა. ტურნირზე მესამე ადგილის მოპოვება 57კგ წონით კატეგორიაში ლუკა ღვინჯიალიამ შეძლო.
ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
57 კგ – ლუკა ღვინჯილია
61 კგ – თორნიკე ასაბაშვილი
65 კგ – ნიკოლოზ ბეშიძე
70 კგ – გოგა ოთინაშვილი
74 კგ – გიორგი რიგვავა
79 კგ – გიორგი გოგრიჭიანი
86 კგ – თორნიკე სამხარაძე
92 კგ – კონსტანტინე პეტრიაშვილი
97 კგ – რამინი გულიტაშვილი
125 კგ – ალექსანდრე აბრამიშვილი
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს პონტევედრაში დასრულდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მესამე ადგილზე თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) გავიდნენ.
0
0