28/09/2024
16:42
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა ლეონში (ესპანეთი) იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ჩვენმა გუნდმა, რომელიც წლის უმთავრეს ასპარეზობაზე გოგონათა და ვაჟთა ნაკრებით წარდგა, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში 5 მედალი მოიპოვა, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„შედეგიანი იყო მარიამ მურღვლიანის (87 კგ) გამოსვლა. გოგონათა ნაკრების წარმომადგენელმა ატაცში 105 კილოგრამი დაძლია, რამაც მას ვერცხლის მედალი მოუტანა. 125 კილოგრამი დაიმორჩილა აკვრაში, რაც მეოთხე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ ორჭიდის ჯამში დაგროვილი 230 კილოგრამით ბრინჯაოს მედლამდე დაწინაურდა.
ორჭიდის ჯამში ასევე ბრინჯაოს მედალი ერგო გურამ ვეკუას (109 კგ). მომავალ მედალოსანს ატაცში დაძლეული 162 კილოგრამით მეოთხე შედეგი ჰქონდა. გაცილებით უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც დამორჩილებული 200 კილოგრამით ვერცხლის მედალი ერგო, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 362 კილოგრამით კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს გოგა ჯაჯვანს (81 კგ), მან ატაცში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა“, - აცხადებენ ოლიმპიურ კომიტეტში.
0
0