07/05/2024
12:54
სამართალი
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ინფორმაციას "საია" ავრცელებს
განცხადებაში წერია, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისს დარბევის შედეგად დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეზე, საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა
,,სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება.
დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 26 პირის საქმეზე, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად აწარმოებდა.
➡ ამ საქმეზე საია 14:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს."- წერს ,,საია"
0
0