13/05/2023
00:36
სპორტი
დღეს, 13 მაისს, 42 წელი შესრულდა საფეხბურთო მატჩიდან, როდესაც თბილისის "დინამომ" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
1981 წლის 13 მაისს, „დინამომ“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ევროპულ თასს დაეუფლა – დღეს ამ გამარჯვებიდან 42 წელი გავიდა.
გუნდების შემადგენლობა:
თბილისის "დინამო": ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, დავიდ ყიფიანი, ზაურ სვანაძე (ნუგზარ კაკილაშვილი), ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია.
მთავარი მწვთნელი: ნოდარ ახალკაცი
“კარლ ცაისი”: ჰანს-ულრიხი, გერდ ბრაუერი, როდიგერ შნუფხაზე, ლოთარ კიურბუვაიტი, ვოლფგან შილინგი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ევერმანი), ანრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბელაუ (ტომას ტეფერი), იურგენ პააბი, ებერჰარდ ფოგელი. მთავარი მწვთნელი: ჰანს მაიერი.
გოლები: გერჰარდ ჰოპე 63,'ვლადიმერ გუცაევი 67', ვიტალი დარასელია 87.
0
0