26/09/2022
13:28
მსოფლიო
ირანში ვითარება 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაიძაბა, რომელიც ე.წ. მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ცემით მოკლა.
ეს ამბავი საზოგადოებაში სწრაფად გავრცელდა და პროტესტის დიდი ტალღაც გამოიწვია, რამაც ძალადობრივი ხასიათი მიიღო და სახელმწიფო მოსალოდნელი რევოლუციის წინაშე დააყენა.
1979 წლის რევოლუციამდე, ირანს დასავლური კურსი ჰქონდა აღებული. ირანის შაჰი, ათათურქის მიბაძვით, ცდილობდა ქვეყნის მოდერნიზებას, ინდუსტრიულ ქვეყნად გადაქცევას. მოკლე დროში შეძლო კიდეც გარკვეული მიზნების შესრულება, თუმცა, ისლამურმა რევოლუციამ ყველაფერი შეცვალა, სახელმწიფოს ერთპიროვნული რელიგიური ლიდერი და ისლამური კულტურის მკაცრი მიმდევარი რუჰოლაჰ ხომეინი გახდა.
1979 წლის ირანის რევოლუცია
პარლამენტთან და პარტიებთან დაპირისპირების შემდეგ, მუჰამედ რეზა შაჰმა (ირანის მონარქმა) 1953 წელს პარლამენტი დაითხოვა და ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას შეუდგა. შაჰმა დაიწყო ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაციის პროგრამა და ძალიან მალე მოახერხა ირანის ურბანიზაცია და ვესტერნიზაცია. ნავთობის მოხმარების ზრდასთან ერთად, ირანის ბიუჯეტი და სახსრები კიდევ უფრო გაიზარდა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები მაინც იყო. სწრაფ ურბანიზაციას ფეხი ვერ აუწყო საზოგადოებამ და უმუშევრებობის დონე გაიზარდა. 70-იან წლებში მუჰამე რეზა შაჰმა პოლიტიკური რეპრესიები გააძლიერა. პოლიტიკურ და სოციალურ პროტესტებს სახელმწიფო ძალადობრივი გზებით ებრძოდა. პოლიტიკური პარტიები რეპრესირებულები იყვნენ. მრავლად იყო ციხეში წამების და არაკანონიერი დაკავების ფაქტები.
1979 წლის ირანის რევოლუცია
პარლამენტთან და პარტიებთან დაპირისპირების შემდეგ, მუჰამედ რეზა შაჰმა (ირანის მონარქმა) 1953 წელს პარლამენტი დაითხოვა და ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას შეუდგა. შაჰმა დაიწყო ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაციის პროგრამა და ძალიან მალე მოახერხა ირანის ურბანიზაცია და ვესტერნიზაცია. ნავთობის მოხმარების ზრდასთან ერთად, ირანის ბიუჯეტი და სახსრები კიდევ უფრო გაიზარდა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები მაინც იყო. სწრაფ ურბანიზაციას ფეხი ვერ აუწყო საზოგადოებამ და უმუშევრებობის დონე გაიზარდა. 70-იან წლებში მუჰამე რეზა შაჰმა პოლიტიკური რეპრესიები გააძლიერა. პოლიტიკურ და სოციალურ პროტესტებს სახელმწიფო ძალადობრივი გზებით ებრძოდა. პოლიტიკური პარტიები რეპრესირებულები იყვნენ. მრავლად იყო ციხეში წამების და არაკანონიერი დაკავების ფაქტები.
მუჰამედ რეზა შაჰი
აიათოლა რუჰოლა ხომეინი
სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდა ქვეყნიდან გაქცეული ფილოსოფიის პროფესორი რუჰოლა ხომეინი. 1964 წელს სახელმწიფოს და რეფორმების ღიად კრიტიკის შემდეგ, მას ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. 70-იანი წლების დასაწყისში, რუჰოლა ხომეინმა გააჟღერა იდეა, რომ ულამას ( ისლამის მცველები და გამავრცელებლები) დახმარებით, მათ შეეძლოთ შაჰის ტახტიდან ჩამოგდება. მისი ჩანაწერები და მოსაზრებები მთელი სპარსეთის მასშტაბით ვრცელდებოდა. ხომეინი შაჰს ადანაშაულებდა არარელიგიურობაში, ისრაელთან მჭიდრო კავშირსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ დამოკიდებულებაში. ეკონომიკური სარჩულიც საკმაოდ ძლიერი იყო პროტესტის ტალღისათვის. მოკლე დროში, ირანის მთავრობამ დიდი გეგმები დაისახა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დასახული გეგმა ვერ შესრულდა. ხალხი, რა თქმა უნდა, ამას ხედავდა. ხოსეინის რიტორიკა უკეთეს ალტერნატივად ჩანდა და ირანელმა ხლხმა მას მხარი აუბა.
აიათოლა რუჰოლა ხომეინი
1978 წლის პროტესტი
პროტესტის ტალღა 1978 წელს დაიწყო და მსვლელობაში, ძირითადათ, მონაწილეობდნენ მუსლიმური სკოლის სტუდენტები და სოფლიდან ჩამოსული ირანელები, რომელთაც სამსახურის შოვნა უჭირდათ. შაჰმა მათი პროტესტი შეაფასა, როგორც უცხო მტრების მიერ წამოწყებული პროვოკაცია და ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს პოლიციური ძალით გაუსწორდა. პროტესტის დღეს, 1978 წლის 8 სექტემბერს პოლიციამ 64 მომიტინგე მოკლა და 205-ზე მეტი კი, დაშავდა. იმის მიუხედავად, რომ ხომეინს ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავდა, ამ ინციდენტის შემდეგ, საზოგადოება, რომელმაც ბრძოლა დაიწყო სისტემის წინააღმდეგ, მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა.
1978 წლის 8 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი - პოლიცია ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მომიტინგეებს.
ხომეინის ირანი
რევოლუციაში ხომეინის ძალებმა გაიმარჯვეს, რითაც დაიწყო ისლამური სახელმწიფოს შენება და შუა საუკუნეების სპარსეთში დაბრუნება. გადატრიალების შემდეგ, ირანი, დასავლური ქვეყნიდან თეოკრატიულ ქვეყნად გადაიქცა. ხომეინი ერის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი გახდა, ხოლო ქვეყანაში დაიწყო მკაცი ისლამური წესრიგის დამყარება. ქალებსა და კაცებს შორის თანაბარი უფლებები მოისპო, ქალებს დაევალათ ჩაეცვათ მუსლიმური წესით (ბურკა და ჰიჯაბი), აიკრძალა დასავლური კულტურა, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციაში დაბრუნდა შუა საუკუნეების პერიოდის ბრუტალური დასჯის წესები. ხომეინის მმართველობის პერიოდში, ათასობით დისიდენტი, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დამყარებულ სისტემას, სიკვდილით დასაჯეს.
ირანი დღეს
რევოლუციის შემდეგ, ირანში მსგავსი რადიკალური ცვლილებები აღარ მომხდარა. ქალები ისევ დარჩნენ მეორეხარისხოვანი, ჩაგრული მოქალაქეების როლში. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ქალები შრომითი ბაზრის მხოლოდ 20%-ს შეადგენენ. ამის ფონზე, ირანელ მოსახლეობას პროტესტისა და გამოსვლებისთვის, მხოლოდ ბიძგი სჭირდებოდა. 1978 წლის მსგავსად, ამჯერადაც, ეს ბიძგი ამბოხის დასაწყებად საზოგადოებას, პოლიციამ მისცა.
დღესდღეობით, ირანში ვითარება უკონტროლოა, ხოლო პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო.
ირანელი მომიტინგეები- 2022 წლის სექტემბერი
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
https://www.britannica.com/event/Iranian-Revolution
https://www.history.com/this-day-in-history/ayatollah-khomeini-returns-to-iran
0
0