20/09/2024
16:38
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში საუდის არაბეთის ელჩის პრინც ხალიდ ბინ ბანდარ ალ საუდის განცხადებით, 50 წლის შემდეგ, დღეს, ახლო აღმოსავლეთი ყველაზე მეტად არის რეგიონული ომის ზღვარზე.
„ადგილზე არსებული ვითარება მხოლოდ უარესდება და დროა, „განახლებული ძალისხმევით“ შეწყვიტოთ ბრძოლა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ღაზა. ვფიქრობ, ყველაზე ახლოს ვართ ჩვენს რეგიონულ ომთან 1973 წლის შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ ოპტიმისტი ვიყავი, მაგრამ ძნელია გაგება, საიდან მოდის ეს ოპტიმიზმი.
ძალიან ცოტა კონფლიქტი მოქმედებს მთელ მსოფლიოში ადამიანებზე ისე, როგორც ისრაელ-პალესტინის პრობლემა. [მთელ მსოფლიოში] საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ყველა განიცდის, რაც კონფლიქტურ ზონაში ხდება. ასე რომ, მსოფლიოს წინაშე ისრაელელებისა და პალესტინელების მოვალეობაა - მოსწონთ ეს თუ არა - შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთონ. დროა, ხელახლა ვიმუშაოთ ბრძოლის შესაჩერებლად... მეტი საერთაშორისო თანადგომა გვჭირდება, რომ უფრო ძლიერად ვიმოქმედოთ”, - განაცხადა ელჩმა ისრაელი-ღაზას კონფლიქტთან დაკავშირებით Sky News-ის მიერ დასმულ შეკითხვაზე.
ასევე ისრაელის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის ეიალ პინკოს გაცხადებით, ფეთქებადი პეიჯერები და რაციები "გამაფრთხილებელი გასროლა" იყო.
„[ლიბანის ტერიტორიაზე] აფეთქებები ძალიან წარმატებული ტაქტიკური ნაბიჯი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, ისრაელი დგას თუ არა ამ ოპერაციის უკან, ეს იმის მანიშნებელია, რომ - "მოდით, აქ გავჩერდეთ... ჩვენ შემოღწევა შეგვიძლია... და მოდით, აქ გავჩერდეთ". ისრაელს არ სურდა შემდგომი ესკალაცია," - დასძინა პინკომ.
0
0