20/10/2024
22:21
მსოფლიო
მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი ძალაში შესულად გამოცხადდა. ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით, 18:00 საათისთვის რეფერენდუმში ამომრჩეველთა 42,44 პროცენტი მონაწილეობდა. რეფერენდუმი ჩატარებულად რომ ჩათვლილიყო, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირებულიყო.
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ კითხვას: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“. ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი აქვს – „დიახ“ და „არა“.
პარალელურად, მოლდოვაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 48%-ზე მეტმა, რაც 1,4 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეადგენს.
საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024