25/10/2024
14:26
მსოფლიო
ვაშინგტონში, ფოლ სიტის ოლქში, 15 წლის ბიჭი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ოჯახის ხუთი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. პოლიციამ 3 ბავშვი და 2 ზრდასრული ტბის პირას მდებარე სახლში დაღუპული იპოვა. მეექვსე მსხვერპლმა, მოზარდმა გოგონამ, რომელსაც ეჭვმიტანილმა ორჯერ ესროლა, სახლიდან გაქცევა მოახერხა და ამჟამად ის საავადმყოფოში მკურნალობს.
პრესკონფერენციაზე, კინგ ოლქის შერიფის ოფისის მოადგილემ, მაიკ მელისმა, მკვლელობას "ოჯახური ინციდენტი" უწოდა და დაადასტურა, რომ დაშავებული მოზარდი და დაკავებული პირი ერთ სახლში ცხოვრობდნენ.
"როგორც ჩანს, მსხვერპლი და ეჭვმიტანილი პირი ერთი ოჯახის წევრები არიან. კონკრეტულად როგორი ურთიერთობები იყო მათ შორის - გამოძიების ნაწილია. ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა 911-ზე დარეკვა შეძლო. ეჭვმიტანილმა ოჯახის დანარჩენ წევრებს ესროლა. მეზობლების დახასიათებით, აღნიშნული ოჯახი მეგობრული და საზოგადოებაში სოციალიზებული იყო.
ეს აშკარად ოჯახური ძალადობის ინციდენტია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წელს, იარაღით მასობრივი მკვლელობა უკვე 25-ედ დაფიქსირდა", - განუცხადა მელისმა The Independent-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი კინგ ოლქის არასრულწლოვანთა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
0
0