05/11/2021
11:40
საზოგადოება
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 15 მარტიდან 1-ელი ოქტომბრის შუალედში „ფაიზერის“ ვაქცინაციისას 892 შემდგომი გართულებაა დაფიქსირებული, „სინოვაკისას“ 135, „სინოფარმისას“ 309 და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციისას 363 იშგამი დაფიქსირდა.
იშგამების ყველაზე მეტი 30.1% 60+ ასაკობრივ კატეგორიაზე მოდის.
ამასთან, აცრის შემდგომი გართულების 1 699 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 180 შემთხვევა, რომელთაგან ჰოსპიტალიზებულია 156 პაციენტი (44- სტაციონარი, 112- ამბულატორია) ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 6 შემთხვევაში (სტაციონარში - 5, ბინაზე - 1), ხოლო სერიოზული იშგამების წილი - 0,01%-ია.
დოკუმენტის მიხედვით, 6 ლეტალური შემთხვევიდან 5 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან არათავსებადია. 1 შემთხვევის განხილვა კი შეჩერებულია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის მიერ განხილულია იშგამის 102 შემთხვევა: იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადი - 60; არათავსებადი - 29; გაურკვეველი - 12.
ყველაზე ხშირად აღრიცხული იშგამებისას დაფიქსირდა მათ შორის, ჯამში 9 სავარაუდო ანაფილაქსიის შემთხვევა, 213 ალერგიული რეაქცია, ტემპერატურის მატების 360 შემთხვევა და სხვ.
0
0