08/04/2024
11:20
ეკონომიკა
145 ათას ფიზიკურ პირს 590 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებას. მან მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს საკითხის მომზადებისთვის.
„საქართველოში დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომელთაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები. კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეს, სრულად ჩამოეწერება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი, გადაუხდელი და აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში 590 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0