17/09/2024
11:37
მსოფლიო
აშშ-ის ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში, 14 წლის ბიჭი მანქანის შეჯახებას ემსხვერპლა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ჯონათან აიალა სკოლაში მიდიოდა.
დალასის პოლიციის განცხადებით, მანქანა გზიდან გადავიდა, რამაც ავარია გამოიწვია. პოლიციამ მძღოლთან ერთად მანქანაში მყოფი მგზავრი დააკავა.
„შემდგომი გამოძიების თანახმად, მგზავრი, ჯეიმს გრანტი, მძღოლს შეეკამათა და ფიზიკურადაც დაუპირისპირდა, რის გამოც, მანქანა გზიდან გადავიდა და ბალახზე მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. გრანტმა მძღოლს ნივთები მოპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძღოლის დახმარებით, ჯონათანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გარდაიცვალა.
მოგვიანებით, იმავე დღეს, პოლიციის ოფიცრებმა გრანტი იპოვეს და მკვლელობის ფაქტზე დააკავეს, რადგან მის მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ მოზარდის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პოლიციაში განცხადებაში.
0
0