10/07/2024
18:35
სამართალი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.
დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია განცხადებაში.
0
0