26/10/2024
13:15
არჩევნები 2024
როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სლოგანიდან: „მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ“ - „ღირსებით ევროპისკენ“ აღმოჩნდა მთავარი - ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და კეთილდღეობა, რაც ჩვენ აუცილებლად გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველო არსებული დინამიკით განვითარებას გააგრძელებს, მომდევნო წლებში საქართველოს მოქალაქის ცხოვრების დონე, „საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც გაუთანაბრდება“.
„შევუერთდები ძალიან სასიამოვნო „ჩელენჯს“ რომელიც ახალგაზრდებს წამოუწყიათ და ვიტყვი, რომ ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, ხმა მივეცი ღირსებას და შესაბამისად, გავაფერადე წრე 41-ის წინ. სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდები ასე ამბობენ და როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სლოგანიდან: „მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ“ – „ღირსებით ევროპისკენ“ აღმოჩნდა მთავარი. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და კეთილდღეობა, რაც ჩვენ აუცილებლად გვექნება. არა მხოლოდ ჩვენ, ქართველი ხალხი, არამედ ამას ლაპარაკობს მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ამ დინამიკით განვითარებას თუ გავაგრძელებთ, მომდევნო წლებში საქართველოს მოქალაქე, როგორც ყველა პროგნოზიდან გამომდინარეობს, საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც გაუთანაბრდება“,- განაცხადა მდინარაძემ.
0
0