11/10/2024
12:23
კულტურა
11 ოქტომბერი გამორჩეული ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების დღეა. შვიდი წლის წინ მსახიობი მეგობრებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მსახიობმა 12 წლის წინ დაიწყო კარიერა – 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. ამავე წელს გადაიღეს ფილმ “შადრევანში”. შემდეგ იყო “როცა აყვავდა ნუში”, “მშვენიერი კოსტუმი” და სხვა.
კინოში განსახიერებული ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება და სიყვარული თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხეში” შესრულებულმა მარიტას როლმა.
“მარიტამ მართლაც წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ,ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე “ნატვრის ხე” მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ.მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება” -ამბობდა ლიკა მის ლეგენდარულ როლზე.
მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდელების სალონ “ირადას” დამფუძნებელი იხსენებდა:
“ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს ისე აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდა.
უკანასკნელ წლებში კი მსახიობი გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში “მედუზა გორგონა”. თავად მას აღწერდა “როგორც ესთეტიკურად გადაღებულ სასიყვარულო სცენებს”.
0
0