22/12/2022
08:04
სამართალი
დღეს, 22 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხთან დაკავშირებული სხდომა გაიმართება.
ექნება თუ არა მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვის საშუალება, ჯერჯერობით უცნობია.
ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის მტკიცებით, მათ აქვთ ყველა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ პატიმარი ნამდვილად ცუდად არის და მას დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს საშუალება მკურნალობა საზღვარგარეთ განაგრძოს.
მოწამვლა- ეს კიდევ ერთი საკითხია რაზეც დღეს, სავარაუდოდ სასამართლო დარბაზში სააკაშვილის დაცვის მხარე ისაუბრებს. ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა ირწმუნება, რომ პატიმრის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებაა, თუმცა პენიტენციური სამსახური კვლევების გადამოწმების შემდეგ ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები დასაშვებ ნორმაზე დაბალ ნიშნულზეა.
0
0