1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლის ასაკის პირებში კორონავირუსით ინფიცირების 90 680 შემთხვევა დაფიქსირდა, სტაციონარში მკურნალობა დასჭირდა 7 708-ს, ხოლო 8 გარდაიცვალა - ანგარიში
05/11/2021
11:44
საზოგადოება
A-
+A
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 90 680 ბავშვს, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ს შეადგენს.
ანგარიშის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს (ინფიცირებული ბავშვების 8,5%), მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა 0,1%-ს შეადგენდა.
ამასთან, 18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.
ამასთან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ინფიცირებულთა შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვები 10%-ს, ხოლო მოზარდები და ახალგაზრდები (15-24) 12%-ს შეადგენს.
0
0
364
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%