07/10/2024
22:49
საზოგადოება
„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1 000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლადაშენებულ კორპუსებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
პრემიერის თქმით, როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, განვითარდება ინფრასტრუქტურა.
„პოლიციის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, გასული წლების განმავლობაში და აქაც გვაქვს კონკრეტული გეგმები ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ნაწილში, მნიშვნელოვანი განახლება გვქონდა და შემდეგი წლების განმავლობაშიც მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ - ტექნიკური ბაზა. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესება, აქაც გვაქვს ცალკე პროექტი - „პოლიციის ქალაქის“ პროექტი და ამ მიმართულებითაც გვექნება სერიოზული წინსვლა, 1000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024