20/06/2024
16:43
ბადაგონი
მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - Decanter 2024, „ბადაგონის“ ღვინომ „საფერავი რეზერვი 2010“ 97 ქულა და უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მოიპოვა!
Decanter-ის რიგით 21-ე დაჯილდოება ლონდონში გაიმართა. კონკურსი ცნობილია უმკაცრესი განსჯის პროცესით.
წელს კონკურსზე 33 ქვეყნიდან მიწვეულმა, 243-მა ღვინის საერთაშორისო ექსპერტმა, 57 ქვეყნის 18 143 ღვინო შეაფასა.
Decanter-ის მსოფლიო ღვინის დაჯილდოების შედეგები გამოირჩევა სანდოობით საერთაშორისო დონეზე, როგორც პროფესიონალი სომელიეებისთვის, ასევე ღვინის მოყვარულებისთვის.
„ბადაგონის“ „საფერავი რეზერვი“ დამზადებულია ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული „ბადაგონის“ ვენახების 2010 წლის საუკეთესო მოსავლისაგან.
"მდიდარი ლალისფერი შეფერილობა. მწიფე წითელი ხილის არომატი, ტყავის და ძირტკბილას აქცენტებით. ღვინოს ახასიათებს ელეგანტური ტექსტურა, ძლიერი სხეული, ინტენსიური არომატები და ხანგრძლივი დაბოლოება. მარგალიტი, რომელიც უნდა აღმოაჩინოთ,“ - ასე ახასიათებდნენ ცნობილი სომელიეები „საფერავი რეზერვს“.
“ბადაგონის” ღვინოებს, არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული საერთაშორისო კონკურსებზე.
0
0