02/10/2024
13:00
საზოგადოება
დღეს რადიო „სივრცე“ იუბილარია. 2023 წლის 2 ოქტომბერს, FM სივრცეში გამოჩნდა ახალი რადიოსადგური - რადიო „სივრცე“, რომელმაც მაუწყებლობა FM 98.5 სიხშირეზე დაიწყო.
რადიო „სივრცე“ მსმენელებს კარგად ნაცნობი ძველი თუ ახალი ჰიტების გარდა, უამრავ საინტერესო რუბრიკასა და გადაცემას სთავაზობს.
რადიო „სივრცე“, რომელიც თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს, უკვე ერთი წლის თავზე, კახეთშიც იმაუწყებლებს. ამის შესახებ რადიოს „სივრცის“ დირექტორმა, ეკა ვეფხვაძემ განაცხადა.
„რადიო „სივრცეს“ მოისმენენ კახეთშიც, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა. რადიო „სივრცე“ სრულად დაფარავს კახეთის რეგიონს. რეგიონული ამბები კი, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.“- განაცხადა “დილის სივრცის” პირდაპირ ეთერში ეკა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიოს მიზანია ობიექტურად და ოპერატიულად მიაწოდოს მსმენელს მისთვის საჭირო, გადამოწმებული ინფორმაცია.
„ჩვენი თემატური მიმართულებები მრავალფეროვანია და ის სრულად მორგებულია მომხმარებელზე- ჩვენს მსმენელებზე. საინფორმაციო, საავტორო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შემეცნებითი და სპორტული რადიოგადაცემები - უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ჩვენს მსმენელს საშუალება აქვს ასევე, პირდაპირ ეთერში ინტერაქტიულ დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე საკუთრი აზრი გამოთქვას.“- განაცხადა რადიოს დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, რადიო „სივრცე“ მსმენელებს კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს.
0
0