25/06/2022
11:10
სხვადასხვა
სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგი ქველმოქმედების შესახებ წერს:
„ყველა დილა ასეთი ბედნიერი ამბებით უნდა დაიწყოს ❤️❤️😍😍😍
კიდევ ერთი ოჯახის ცხოვრება შევცვალეთ მთლიანად რამდენიმე დღეში ❤️
ბებოს და შვილიშვილს უკვე აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ ❤️
რამდენიმე თვის სამყოფი ყველანაირი საკვები პროდუქტი, სინათლე, ცხელი წყალი, ახალი საოჯახო ტექნიკა, ტელევიზორი, გაზქურა, სარეცხის მანქანა და საერთოდ ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდებოდათ ❤️
ბიჭმა დაიწყო მკურნალობა. ფეხებს არაფერი ემუქრება, შეიძლება ერთი თითი დაკარგოს, მაგრამ ეგეც არაფერი, იმ საფრთხესთან შედარებით, რაც შესაძლებელი იყო.
2 წლის განმავლობაში აღარ გადაიხდიან არცერთნაირ გადასახადებს, ყველაფერი წინასწარ გადავუხადეთ ❤️დავუტოვეთ საჭირო თანხა, მკურნალობისთვის, მედიკამენტებისთვის და საჭიროებებისთვის ❤️ და რაღა თქმა უნდა ისარგებლებენ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერით ❤️
ბებო წევს განათებულ ოთახში და ახალ, დიდ ტელევიზორს უყურებს ❤️ შვილიშვილმა კი გაგვიმხილა, რომ ცოლის მოყვანას აპირებს 😍😍😍😍😍
ამაზე კარგი რა უნდა მეთქვა ამ დილას ❤️
ყველას სათითაოდ უამრავი მადლობა ერთმანეთის გვერდით დგომისთვის ❤️
მიყვარხართ და ბედნიერ, ბრჭყვიალა და ლამაზ დღეებს გისურვებთ ❤️
ყველაფერი კარგად იქნება ❤️ იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია ❤️❤️❤️“
0
0