07/02/2024
20:20
კონფლიქტები
სოხუმის თავისუფლების მოედანზე დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები გამოვიდნენ.
აქციის ორგანიზატორის, სამოქალაქო აქტივისტის ჯანსუღ ადლეიბას თქმით, თანამოაზრეებთან ერთად „სასტიკად წინაღუდგება“ ბინების შესახებ კანონპროექტის მიღებას, „ელექტროენერგიის გაყიდვას“ და მთავრობის სხვა ინიციატივებს.
„ჩვენ გვყავს ხელისუფლებაში მოვაჭრეები, სპეკულანტები, ბიზნესმენები, ვაჭრები - რაც გინდათ დაარქვით, მაგრამ ასეთი ხალხი არ უნდა მართავდეს ქვეყანას. ჯიბის გარდა ,სხვას ვერაფერს ხედავენ. ხალხი არ აინტერესებთ, ჰგონიათ, რომ არჩევნებზე იყიდიან ხალხს და ყველაფერს გააკეთებენ“, - განაცხადა მან.
„30 წელი გავიდა - არც წყალი, არც შუქი, არც გზა. რა არის ეს? ეს ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს? – დასძინა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგურ აშუბამ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტმა შესაძლოა მალე განიხილოს აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიერ შემოთავაზებული ბინების შესახებ კანონპროექტი.
0
0