20/08/2024
14:13
ეკონომიკა
წელს რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300.000 ტონა ყურძენს ველოდებით,- ამის შესახებ თელავში, რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.
ოთარ შამუგიას განმარტებით, წელს მაღალი იქნება კახეთში მოსული ყურძნის ხარისხიც.
" წელს რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით სამასი ათას ტონა ყურძენს ველოდებით. რა თქმა უნდა , ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს და თითოეული კილოგრამი ყურძენი დაბინავდეს. წელს უკეთესი იქნება ყურძნის ხარისხიც, გასულ წელთან შედარებით. ჩვენ წლებია, მევენახეობა- მეღვინეობის დარგის გამოვაცხადეთ პრიორიტეტულად და მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩავდეთ. კონკრეტული შედეგები გვაქვს სახეზე, რაც გამოიხატება როგორც ვენახების ფართობების ზრდაში, ასევე ღვინის ექსპორტის ზრდაში. წელს ველოდებით, რომ მევენახეების შრმოსავალი 350 მილიონი და ალბათ მეტიც იქნება"- განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც: 2024 წლის რთველის განმავლობაში, შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის.
კახეთის რეგიონში, მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია, 1კგ. რქაწითელზე - 0.20 ლარს შეადგენს.
რთველის საკოორდინაციო შტაბში, 24 საათიანი რეჟიმში იმუშავებს ცხელი ხაზი, ხოლო რთველის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა უხელმძღვანელებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024